მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი, სანტიაგო ლუნა
Aa
Aa

„მერაბმა ეს დაიმსახურა“ - ლუნა დვალიშვილი-ნურმაგომედოვის კონფლიქტზე

მერაბ დვალიშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ორი კვირის წინ აბუ-დაბიში მოხდა, როდესაც უსმან ნურმაგომედოვის გუნდთან მისმა შეხვედრამ სასტუმროს ჰოლში მასობრივი ჩხუბი გამოიწვია - მიიჩნევს მექსიკელი მებრძოლი სანტიაგო ლუნა.

ლუნა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით ალექსანდრე თოფურია დაამარცხა, ცნობილ ინციდენტში დამნაშავედ დვალიშვილს თვლის.

„თუ ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ამბობენ, მაშინ პირველმა მერაბმა დაიწყო, როდესაც მის მეგობარს დაარტყა. მან უსმანის მეგობარს სილა გააწნა და მიუღებელ რაღაცებს ამბობდა. თუ ეს თავად დაიწყო და ახლა იმ გარემოცვიდან ვიღაცისგან სილა მიიღო, ეს კონფლიქტის ნაწილია. ვფიქრობ, მან ეს სრულიად დაიმსახურა“,

- განაცხადა ლუნამ Home of Fight-თან ინტერვიუში.

მიუხედავად ამისა, მექსიკელმა აღნიშნა, რომ არ იწონებს იმ ფაქტს, რომ დაღესტნელი მებრძოლი მერაბთან გუნდის წევრების თანხლებით მივიდა და მომხდარს ვიდეოზე იღებდა. ლუნას თქმით, ვინმეს რომ მისი მეგობრისთვის დაერტყა, ის მასთან შესახვედრად მარტო წავიდოდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები