„ეს ჩემპიონის მიმართ უპატივცემულობაა“ - პორიე თოფურიას და პიმბლეტის იდეაზე
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, დასტინ პორიე ილია თოფურიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. თოფურიას თქმით, თუ 2027 წელს გეიჯის წინააღმდეგ რემატჩის გამართვის შესახებ მისი მოთხოვნები უპასუხოდ დარჩება, მზად იქნება, The Ultimate Fighter-თან დაკავშირებით პედი პიმბლეტის გამოწვევა მიიღოს.
თოფურიას მიაჩნია, რომ პიმბლეტთან ჩხუბი ღონისძიების მთავარ მოვლენად ყოფნას უფრო მეტად იმსახურებს, ვიდრე გეიჯის მიერ საჩემპიონო ქამრის დაცვა.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში თოფურიამ UFC-ის სუპერქარდი შეადგინა, რომელიც TUF-ის პოტენციური სეზონის შემდეგ უნდა გაიმართოს - სეზონისა, სადაც ის და პიმბლეტი ერთმანეთს მწვრთნელების რანგში დაუპირისპირდებიან.
თოფურიამ საკუთარი თავი მთავარ ბრძოლაში ჩასვა, მსუბუქი და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონების ყოფილმა ჩემპიონმა თანამთავარ მოვლენად გეიჯისა და არმან ცარუკიანის საჩემპიონო დაპირისპირება დაასახელა.
დასტინ პორიე, ბრძოლების ამგვარ განლაგებას ხუმრობით „უპატივცემულობა“ უწოდა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ხუთი თვის წინ თოფურია მსუბუქი წონის ტახტიდან ჩამოაგდო.
„ეს ჩემპიონის მიმართ უპატივცემულობაა... არ ვიცი, ქარდი მართლაც ასე დალაგდება თუ არა, მაგრამ ეს ბრძოლები ნამდვილად მომწონს“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს