ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ყველაფერი გავარკვიეთ, მაგრამ ორ წუთში ათ კაცთან ერთად მოვიდა | ლობოვი ხაბიბზე

არტემ ლობოვმა 2018 წელს ნიუ-იორკში ხაბიბ ნურმაგომედოვთან მომხდარი გახმაურებული დაპირისპირების დეტალები გაიხსენა. მებრძოლის თქმით, პირველი საუბარი ერთი-ერთზე შედგა და თითქოს მშვიდად ამოიწურა, თუმცა სულ რაღაც ერთ-ორ წუთში ვითარება რადიკალურად შეიცვალა — რასაც ლობოვი დაბნეულობით, წონის კლების სირთულითა და საკუთარ შეცდომად შეფასებული რეაქციით ხსნის

არტემ ლობოვი: „სიმართლე გითხრათ, მაშინ ნიუ-იორკში ხაბიბი თავიდან ჩემთან მარტო მოვიდა და ცოტა მკვახედ დამიწყო ლაპარაკი — „რას ლაპარაკობო“. მე ვეუბნები: „ხაბიბ, შენს ძმას რომ ვინმემ „მამალი“ (петух) დაუძახოს, ხომ უპასუხებდი რამეს?“ და თვითონაც კი მიხვდა, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი, ხომ ასეა? მითხრა: „იცი რა, კარგი, წადი, მეტი აღარაფერი თქვაო“ და წავიდა.

მაგრამ ერთ წუთში თუ, არ ვიცი, ორში — ზუსტად აღარ მახსოვს — ბრუნდება ათ ადამიანთან ერთად და ისევ რაღაც კითხვები უჩნდება. მეც, სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, როგორ ხდება ასე: როცა პირისპირ ვიყავით, ყველაფერი გარკვეული იყო, აღარაფერი კითხვა აღარ იყო და წახვედი; და ახლა, როცა ათი კაცი გახლავს, უცებ ისევ რაღაც კითხვები გაჩნდა, ხომ?

მოკლედ, სიმართლე გითხრათ, მეც დავიბენი. წეღან ყველაფერი ნორმალურად იყო, შევთანხმდით, წავიდა — და ახლა ისევ რაღაც კითხვებია, რა ხდება? ანუ ფიქრები აქეთ-იქით გამირბოდა, პლუს წონის კლებაც იყო — არც სვამ, არც ჭამ, ვერ ხარ შენს თავში. ყველაფერი ერთად დაემთხვა და დავიბენი. კი, ჩემი შეცდომაა, არასწორად მოვიქეცი, მაგ სიტუაციაში უნდა მეპასუხა. ასე გამოვიდა''.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები