„გველური საქციელი იყო“ - UFC-ის ექსმებრძოლი აბუ-დაბის ინციდენტზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, კევინ ლიმ აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის ჩხუბზე ისაუბრა.
„ამ ჩხუბის ყველა მონაწილით იმედგაცრუებული ვარ. ასეთი თავდასხმა ყველაზე დიდი უსამართლობაა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, მაგრამ ამ ხალხის მსოფლმხედველობა ასეთია.
მათი მონაწილეობით არაერთი ინციდენტი გვახსოვს, მაგრამ ზურგიდან თავდასხმა, როცა ადამიანი ვერ გხედავს? ეს გველური საქციელია. თუმცა საერთოდ არ ვარ გაკვირვებული იმით, რომ ყველა თავდამსხმელი გათავისუფლდა“.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ უსმანი და მისი თანმხლები პირები დააპატიმრეს. თავდაპირველად მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ვერდიქტი შეიცვალა და ისინი გაათავისუფლეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს