ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ცარუკიანი: სულ ერთია ვინ იქნება ვოლკი, პედი, ილია, თუ გეიჯი - გამოვალ და ტიტულს წავიღებ

არმან ცარუკიანი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო ორთაბრძოლაში ჯასტინ გეიჯი UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ დაიცავს.

„ეს სრული სისულელეა. UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის შემდეგი მე ვიბრძოლებ. არ ვიცი, შესაძლოა საუბარი შუალედურ წონით კატეგორიაზეა, მაგრამ მსუბუქ წონაში ტიტულის შემდეგი პრეტენდენტი მე ვარ. თუ გეიჯის ვოლკანოვსკისთან ჩხუბი სურს, მას საჩემპიონო ქამრის ვაკანტურად დატოვება და არასატიტულო ბრძოლის გამართვა მოუწევს. იმიტომ, რომ ნომერ პირველი პრეტენდენტი მე ვარ და UFC-ში მითხრეს, რომ ტიტულისთვის შემდეგი მე ვიჩხუბებ. არ მგონია, რომ ისინი სხვაგვარად მოიქცნენ“,

- განაცხადა სომეხმა მებრძოლმა MMA Fighting-თან ინტერვიუში.

ამასთან, ცარუკიანმა მიანიშნა, რომ მზად არის ვაკანტური ტიტულისთვის ნებისმიერ მეტოქესთან იჩხუბოს, თუ ამერიკელი საჩემპიონო ქამრის დათმობას გადაწყვეტს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის სულერთია, ვინ გამოვა ჩემ წინააღმდეგ, თუ ეს სატიტულო ბრძოლა იქნება. ვოლკი, პედი პიმბლეტი, ილია თოფურია, გეიჯი - გამოვალ და ტიტულს წავიღებ, ამაში არანაირი ეჭვი არ მეპარება“,

- განმარტა „ბეტმენმა“.

იდეალური სცენარის მიხედვით, სომეხი მებრძოლი მომავალ წელს UFC-ში სამი სატიტულო ორთაბრძოლის გამართვას, ხოლო RAF-ის ლიგაში საჭიდაო ხალიჩაზე სულ მცირე ათჯერ გასვლას გეგმავს.

„დაახლოებით, ეს მარტ-აპრილში მოხდება. ტიტულს მოვიპოვებ, რის შემდეგაც ორ დაცვას ჩავატარებ - ზაფხულსა და წლის ბოლოს. ეს იდეალური წელი იქნება. 10-12 შეხვედრა RAF-ში, სამი ბრძოლა UFC-ში - ეს იქნება საუკეთესო წელი და ბევრი ფული“,

- შეაჯამა ცარუკიანმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები