რომან დოლიძე
Aa
Aa

„სტუმრად ჩასვლას და ასე მოქცევას არანაირი გამართლება არ აქვს“ | დოლიძე ბათუმში მომხდარზე

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარს გამოეხმაურა. „კავკასიელმა“ თურქი გულშემატკივრები გააკრიტიკა და მათ საქციელს უმსგავსო და მიუღებელი უწოდა.

„პირველი — ის, რაც გუშინ ბათუმში გულშემატკივრებმა გააკეთეს, სრულიად მიუღებელი და უმსგავსო საქციელია. სტუმრად რომ ჩადიხარ და ასე იქცევი, ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

მეორე — კიდევ უფრო ამაზრზენია ის, რასაც ზოგიერთი თურქეთიდან საქართველოსა და ქართველებზე ლაპარაკობს. საკუთარ ენასა და საქციელს მიხედონ, სანამ სხვას შეეხებიან. ჯობს, ყველამ ენას კბილი დააჭიროს და საკუთარ თავს მიხედოს“, — განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ჩასულ თურქ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა — სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეიც გამოიყენეს. სტადიონის ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთმა ქომაგმა პალესტინის დროშის გაშლა სცადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მძიმე მარცხი, რთული მომენტი“ | რა თქვა ბორდალასმა იბერია 1999-თან წაგებაზე
    „მძიმე მარცხი, რთული მომენტი“ | რა თქვა ბორდალასმა იბერია 1999-თან წაგებაზე