კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორმა ჩემი მშობლების მანქანის დაწვა დაუკვეთა | ლობოვის სკანდალური განცხადება

კონორ მაკგრეგორის ყოფილმა თანაგუნდელმა, არტემ ლობოვმა ირლანდიელ მებრძოლზე ისაუბრა. ლობოვი და მაკგრეგორი ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა შემდეგ ურთიერთობა გაუფუჭდათ და ლობოვმა კონორს სასამართლოშიც უჩივლა (იხილეთ).

არტემ ლობოვი კონორ მაკგრეგორს მისი მშობლების ავტომობილის დაწვის დაკვეთაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მამაკაცი, რომელსაც ჩაქუჩი ეჭირა, დედამისს დაემუქრა.

„კონორს რომ ვაპატიო, უნდა დათანხმდეს, მივიდეს და დედაჩემს პირადად მოუხადოს ბოდიში“.

არტემ ლობოვი ამტკიცებს, რომ კონორ მაკგრეგორმა გაგზავნა ხალხი მისი მეზობლებისა და მშობლების კუთვნილი ავტომობილების დასაწვავად და ამბობს, რომ ჩაქუჩიანი კაცი დედამისს დაემუქრა. მისი თქმით, მოგვიანებით კრიმინალურმა ავტორიტეტმა შეხვედრაზე დაიბარა და მას შემდეგ, რაც ორი საათის განმავლობაში დავის მისი მხარის პოზიცია მოისმინა, ხელი ჩამოართვა და უთხრა, რომ ფული უნდა გადაეხადათ. ლობოვი ვარაუდობს, რომ მაკგრეგორმა შესაძლოა ამ მამაკაცს ფული შესთავაზა.

ლობოვი: „მან ისეთი რაღაცები გააკეთა... ამის პატიება არ შემიძლია. კერძოდ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მე ასე ვფიქრობ, მერე რომ არ მიჩივლონ, ხომ ხვდები, ეს მე ვფიქრობ ასე...“

მაგომედ ისმაილოვი: „ჰო, ჰო, ნუ, შენი აზრებია, კი.“

ლობოვი: „ჰო, ეს ჩემი აზრებია. რა გააკეთა, ანუ, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ — დედაჩემი და ჩემი მამინაცვალი — მან ჯერ მარჯვნივ მცხოვრები მეზობლების მანქანა დაწვა, მერე ხალხი გაგზავნა, რომ მარცხნივ მცხოვრები მეზობლების მანქანა დაეწვათ, ჩემი მშობლების სახლიდან, მერე კი ხალხი გაგზავნა ჩემი მშობლების მანქანის დასაწვავად. ვიღაც ტიპი იქ... დედაჩემი გავიდა, ეს ღამით იყო, გავიდა და იქ ვიღაც ტიპი ჩაქუჩით იდგა და დედაჩემს ემუქრებოდა.

ანუ, ამის შემდეგ, მე უნდა... ზარი შემომივიდა ჩვენთან ძალიან, ძალიან სერიოზული ადამიანისგან, ნუ, დაახლოებით ისეთის, როგორიც „კანონიერი ქურდია“, ასე რომ ვთქვათ, ნუ, ჩვენთან ასეთი ცნება არ არსებობს, მაგრამ ძალიან სერიოზული...“

მაგომედ ისმაილოვი: „ნუ, გასაგები რომ იყოს, ჰო.“

ლობოვი: „ჰო. რა თქმა უნდა, მის სახელს არასოდეს ვიტყვი, გასაგები მიზეზების გამო. შეხვედრაზე დამიბარა და თავიდან ამ შეხვედრაზე აგრესიული განწყობა იყო. ჰოდა, მაშინ ვეუბნები: „ცოტა დრო გაქვთ?“ მან მითხრა: „მიდი“. გამიმართლა, რომ ჯერ ერთი, სამართლიანი ადამიანი იყო, და მეორეც, ბიზნესში ერკვეოდა, ძალიან განათლებული იყო. და მე შევძელი მისთვის ყველაფერი მომეყოლა, მეჩვენებინა... ვაჩვენე, რამდენი რამ გავაკეთე კონორისთვის, რომ არასოდეს ამიღია მისგან ფული, სრულად მოვუყევი ვისკის შესახებაც, მთელი ჩემი ისტორია გავუმხილე. და სადღაც ორი საათი ვსაუბრობდით.

ორი საათის გასვლის შემდეგ, ღმერთია მოწმე, არ ვიტყუები, მან აი ასე მოიფხანა თავი („კეფა მოიფხანა“), ის ხომ სერიოზულად იყო განწყობილი, ალბათ კონორმა რაღაც ფული ან რამე შეჰპირდა... მოიფხანა თავი, ხელი გამომიწოდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: „არტემ, შენთვის ფული უნდა გადაეხადათ“. და წავიდა. მას შემდეგ ის აღარ მინახავს.“

მაგომედ ისმაილოვი: „ვაუ. ნუ, ისევ და ისევ, ეს, ეს ჩვენი ვარაუდია.“

ლობოვი: „ამიტომ, კონორის პატიება... კონორს რომ ვაპატიო, საჭიროა, რომ ის დათანხმდეს ჩასვლას და პირადად დედაჩემის წინაშე ბოდიშის მოხდას.“

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები