კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ხაბიბთან ჩხუბისთვის საერთოდ არ უვარჯიშია“ | ლობოვმა კონორზე ისაუბრა

კონორ მაკგრეგორის ყოფილმა თანაგუნდელმა, არტემ ლობოვმა ირლანდიელ მებრძოლზე ისაუბრა. ლობოვი და მაკგრეგორი ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა შემდეგ ურთიერთობა გაუფუჭდათ და ლობოვმა კონორს სასამართლოშიც უჩივლა.

ლობოვი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ლეგენდარული ორთაბრძოლა გაიხსენა. მისი თქმით, კონორი „არწივთან“ ჩხუბს სერიოზულად არ მიუდგა და პრაქტიკულად არ ვარჯიშობდა.

„ვიცი, რომ კონორს ეს ჩხუბი დღემდე აწუხებს, რადგან საერთოდ არ უვარჯიშია. ხაბიბთან ორთაბრძოლამდე კვირაში მხოლოდ ორ ვარჯიშს ატარებდა. ვცადე, ლას-ვეგასში წამეყვანა და ვუთხარი, რაც უნდა გაგვეკეთებინა. კონორმა კი მიპასუხა: „ჯანდაბაშიც წასულხარ“. მას ვარჯიში უბრალოდ არ უნდოდა.

მაკგრეგორს არასწორი მენტალიტეტი ჰქონდა — კვირაში ორჯერ ვარჯიშობდა და სულ ეს იყო. როცა კონორისა და ხაბიბის ორთაბრძოლა ვნახე, საკუთარ თავს ვუთხარი: „კონორს კვირაში ოთხჯერ რომ ევარჯიშა, ალბათ მოიგებდა კიდეც.“ წარმოიდგინეთ მაკგრეგორი, რომელმაც სრული კემპი გაიარა და ისეთია, როგორიც ედი ალვარესთან იყო. სწორედ ამ კონორის ნახვა მინდოდა.“

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კონორი მეოთხე რაუნდში დააფინიშა. ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის ჩხუბზე 2.4 მილიონი Pay Per View გაიყიდა, რაც UFC-ის ისტორიაში დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ენფილდმა თბილად მიიღო“ | როგორ შეაფასეს მამარდაშვილის თამაში ბრიტანულ პრესაში
„ენფილდმა თბილად მიიღო“ | როგორ შეაფასეს მამარდაშვილის თამაში ბრიტანულ პრესაში