გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ენფილდმა თბილად მიიღო“ | როგორ შეაფასეს მამარდაშვილის თამაში ბრიტანულ პრესაში

გიორგი მამარდაშვილმა „ენფილდზე“ პირველად ითამაშა. „ლივერპულმა“ „ბილბაოსთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა, ქართველმა მეკარემ კი მოედანზე 90 წუთი გაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „წითლებმა“ ბასკები 3:2 დაამარცხეს და მატჩის დასრულების შემდეგ ბრიტანული პრესა „მამარდას“ ასპარეზობას გამოეხმაურა.

Liverpool.com (6 ქულა): „გიორგი მამარდაშვილმა ენფილდზე პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია და გაშვებული გოლებისას ვერაფერს იზამდა. 10-დან 6 ქულას ვუწერთ, რადგან მის კართან საკმარისი რაოდენობის მომენტი არ შექმნილა, რომ თავისი ხარისხი ეჩვენებინა. ფეხით ნორმალურად თამაშობდა და მატჩის მიწურულს კარგი სეივი მიითვალა.“

Liverpoolecho (7 ქულა): „ბილბაოს გოლებისას შანსი არ ჰქონია. რამდენიმე რეალური ბურთი მოიგერია, მატჩის მიწურულს კი მფრინავი სეივი მიითვალა.“

Express (8 ქულა): „დიდი და შთამბეჭდავი. ენფილდმა თბილად მიიღო და 82-ე წუთზე ძალიან მნიშვნელოვანი სეივი ჰქონდა, რის წყალობითაც მასპინძლებს უპირატესობა შეუნარჩუნა.“

Liverpoolworld (7 ქულა): „ბილბაოს პირველი გოლისას უძლური იყო და საწყის ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. მეორე ნახევარი პირველის ზუსტი ასლი იყო, სანამ დასკვნით წუთებზე საოცარი ნახტომით ბურთი არ მოიგერია.“

გეტყვით იმასაც, რომ მატჩის შემდეგ გიორგიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ენფილდზე“ გამართულ სადებიუტო შეხვედრას გამოეხმაურა. „ახალი სახლი. პირველი თამაში ენფილდზე. ოცნება ისტორიად იქცა. უფრო მეტი გველის,“- განაცხადა მამარდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო კლასის ფეხბურთელები | კვარაცხელია Goal-ის ტოპ 25-ში
მსოფლიო კლასის ფეხბურთელები | კვარაცხელია Goal-ის ტოპ 25-ში