ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მსოფლიო კლასის ფეხბურთელები | კვარაცხელია Goal-ის ტოპ 25-ში

ავტორიტეტული სპორტული გამოცემა, Goal ყოველ ზაფხულს 25 ფეხბურთელს ასახელებს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მსოფლიო კლასის მოთამაშეები არიან და ელიტარულ დონეზე იმყოფებიან. წლეულს Goal-მა ტოპ 25 მოთამაშეს შორის ქართველი ფეხბურთელიც შეიყვანა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„გულწრფელები უნდა ვიყოთ: ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავით, სარგებელს მოუტანდა თუ არა ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადასული ხვიჩა კვარაცხელია ახალ გუნდს - მით უმეტეს, რომ პარიზელებს საკმარისი რაოდენობის გარემარბები ჰყავდათ. თუმცა, საბოლოოდ ეს ტრანსფერი სწორედ ის აღმოჩნდა, რაც, როგორც კლუბს, ისე თავად კვარაცხელიას სჭირდებოდა.

პარკ დე პრენსზე ქართველმა ჯორჯ ბესტმა დაიბრუნა ფანტასტიკური სათამაშო ფორმა, რომლითაც ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მის მიერ ფლანგზე ნაჩვენები საოცარი თამაში პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა და ხვიჩა ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად იქცა,“ - წერს Goal.

ცნობილი სპორტული გამოცემის ტოპ 25 ასე გამოიყურება: ალისონ ბეკერი, ტიბო კურტუა, ჯანლუიჯი დონარუმა, ალესანდრო ბასტონი, დანი კარვახალი, რუბენ დიაში, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ანტონიო რუდიგერი, ვირჯილ ვან დეიკი, ჯუდ ბელინგემი, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, პედრი, როდრი, ფაბიან რუისი, ბერნარდუ სილვა, ვიტინია, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, მო სალაჰი, ლამინ იამალი, ვინისიუს ჟუნიორი,  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორ მაკგრეგორი Alibaba-დან“ | ცარუკიანი თოფურიას დაცინვას აგრძელებს
„კონორ მაკგრეგორი Alibaba-დან“ | ცარუკიანი თოფურიას დაცინვას აგრძელებს