„კონორ მაკგრეგორი Alibaba-დან“ | ცარუკიანი თოფურიას დაცინვას აგრძელებს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი, მოქმედი ჩემპიონის, ილია თოფურიას დაცინვას აგრძელებს. სომეხმა მებრძოლმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც „ელ მატადორი“ ახსენა.
„ვის სურს გააგებინოს, რომ Alibaba-დან გამოწერილ კონორ მაკგრეგორს ჰგავს?“ – დაწერა ცარუკიანმა და პოსტს ფოტო დაურთო, რომელზეც თოფურიასა და მაკგრეგორის მსგავსი ტატუებია ნაჩვენები. ასევე გამოსახულია კადრები, რომლებზეც ილია და კონორი, შესაბამისად ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ჟოზე ალდოს, საჩემპიონო ქამრებს პრესკონფერენციისას ართმევენ.
View this post on Instagram
ცარუკიანი აქტიურად ცდილობს, საჩემპიონო ორთაბრძოლა მიიღოს და დარწმუნებულია, რომ თოფურიას დაამარცხებს. რამდენიმე დღის წინ, მან ანალოგიური პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ილიას ვინმემ უნდა უთხრას, რომ კონორ მაკგრეგორი არ არის. ვინც არ იცით, ალიბაბა არის ელექტრონული კომერციის ჩინური პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი პროდუქციის საბითუმო ფასებში შეძენაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლოს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბა და „დუ ბრონქსი“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მას შემდეგ, რაც თოფურიამ განაცხადა, რომ ურჩევნია ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე არმანთან იბრძოლოს — რადგან არ აქვს გარანტია, რომ ცარუკიანი ბრძოლას არ ჩაეხსნება — სომეხი მებრძოლი სოციალურ ქსელებში ძალიან გააქტიურდა.