გულიაშვილის კარგი მომენტი, ქოჩორაშვილის 67 წუთი | ქართველების მოგებები თასზე
ესპანეთის კოპა დელ რეის 1/64-ფინალში გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ სტუმრად „ორტალესას“ დაუპირისპირდა. ანდალუსიური კლუბი მომდევნო ეტაპზე გავიდა და დამაჯერებლად, 3:0 მოიგო.
ქოჩორაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 67 წუთი ითამაშა. გიორგის საგოლე მოქმედება არ ჰქონია, მისი გუნდის მხრიდან კი თავი რობი ურემ, პეკე ფერნანდესმა და რუბენ ვარგასმა გამოიჩინეს.
„სევილიას“ პარალელურად გიორგი გულიაშვილის „რასინგმაც“ ითამაშა, რომელმაც „რიბადესელია“ დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გოლის გატანასთან ახლოს იყო — 78-ე წუთზე გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
„რასინგისა“ და „სევილიას“ გარდა, მომდევნო ეტაპის საგზური გიორგი გოჩოლეიშვილისა და იური ტაბატაძის „კადისმაც“ მოიპოვა. ქართველები ტრავმის გამო ვერ თამაშობენ, „კადისმა“ კი „ქსერესს“ 3:1 მოუგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს