გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ორი საგოლე გადაცემა, მოპოვებული პენალტი და მომენტი | კვერნაძე ლეჩესთან ბრწყინვალე იყო

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ლეჩეს“ შანსი არ დაუტოვა. მასიმილიანო ალვინის გუნდმა საშინაო კედლებში იასპარეზა და მეტოქე 5:1 გაანადგურა.

მატჩის პირველი გოლი 25-ე წუთზე გავიდა და „ფროზინონე“ მატეო ჩიკელამ დააწინაურა. 42-ე წუთზე ჯაკომო კალომ პენალტი გაიტანა და მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 59-ე წუთზე ანტონიო რაიმონდომ შეაგდო, 13 წუთში კი დანიელ ბირლიგეას ჯერი დადგა. „ლეჩემ“ პრესტიჟის გოლი გაიტანა და 82-ე წუთზე თავი ჟოელ მონტეირომ გამოიჩინა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ბირლიგეამ დუბლი გაიფორმა – 5:1.

კვერნაძეს გამორჩეული თამაში ჰქონდა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 32-ე წუთზე ქართველმა გარემარბმა გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი მიიღო, თუმცა „ლეჩე“ ვლადიმირო ფალკონემ გადაარჩინა. 44-ე წუთზე კვერნაძემ პენალტი მოიპოვა — გიორგი ჯამილ საიბერტმა წააქცია და თერთმეტმეტრიანი ჯაკომო კალომ გაიტანა.

59-ე წუთზე კვერნაძე ასისტენტის როლში მოგვევლინა. „ფროზინონეს“ მარცხენა გარემარბმა ანტონიო რაიმონდოს კარგი პასი გაუკეთა, იტალიელმა ფორვარდმა კი შეტევა შესანიშნავად დააგვირგვინა.

მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კვერნაძემ კიდევ ერთი საგოლე მოქმედება მიითვალა. გიორგიმ მეტოქის საჯარიმოში კარგად ითამაშა და ბირლიგეას მეორე გოლი გაატანინა. ქართველი გარემარბის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 საგოლე გადაცემა, 8 საკვანძო პასი, 41-დან 32 ზუსტი პასი, 3 წარმატებული დრიბლინგი, 6 დარტყმა, 13-დან 8 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-მა მისი თამაში 9.3 ქულით შეაფასა.

ამრიგად, 9 ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. კვერნაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას პირველ ნოემბერს, „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება კვერნაძეს, იტალიის სერია A-ს 9 შეხვედრაში მას სამი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს.

გიორგი კვერნაძის მომენტები

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო
    „დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო