არმან ცარუკიანი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„არმანთან ჩხუბი გეიჯიზე მეტად მაინტერესებს“ - ვოლკანოვსკიმ ცარუკიანი გამოიწვია

ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში უკონკურენტოა. დიეგო ლოპესის ზედიზედ ორჯერ დამარცხების შემდეგ, ბევრი თვლიდა, რომ ლეგენდარულ ავსტრალიელს მასთან დაპირისპირებამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე მოვსარ ევლოევთან პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა 38 წლის ვოლკმა ინგუშ მებრძოლს გადაუარა და მეორე რაუნდში დააფინიშა, რის შემდეგაც ორი წონის ჩემპიონობაზე სრულიად საფუძვლიანი პრეტენზიები კიდევ ერთხელ გაუჩნდა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

ვფიქრობ არმან ცარუკიანის მომდევნო ორთაბრძოლა სატიტულო უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე რომ მსუბუქი წონის ჩემპიონი ვიყო, სწორედ მასთან ჩხუბს ვისურვებდი. ამით იცით რისი თქმა მსურს? თუ ჯასტინ გეიჯის ცარუკიანთან ბრძოლა არ უნდა, ამ გამოწვევას სიამოვნებით მივიღებ. ახლავე გავხდი ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ვაკანტურს, თუ არმანთან ჩხუბს ჩამინიშნავენ - მასთან დუელი გაცილებით უფრო მეტად მაინტერესებს, ვიდრე მოქმედ ჩემპიონ გეიჯისთან.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ტიტული ვაკანტური ადრეც გახადა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა სცადა, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ავსტრალიელი ნოკაუტში ჯერ ისლამ მახაჩევმა, ხოლო შემდეგ ილია თოფურიამ გაგზავნა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ზოგი მაგინებს, ზოგი მლანძღავს“ | მერაბ დვალიშვილმა მიმართვა გაავრცელა
    „ზოგი მაგინებს, ზოგი მლანძღავს“ | მერაბ დვალიშვილმა მიმართვა გაავრცელა