გიორგი გაგუა, ცოტნე კაპანაძე
Aa
Aa

ბრწყინვალე სპრინტი და საგოლე პასი | კაპანაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში, „პოდბრეზოვა“ – „დუნაისკა სტრედას“ მატჩის მე-17 წუთზე, ცოტნე კაპანაძის საგოლე პასით მატეი ტრუსამ სტუმრები დააწინაურა. ქართველმა მარჯვენა მცველმა ბრწყინვალე სპრინტი განახორციელა და მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა აქტივში.

Sofascore-მა ამ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება — 7,9 — პირველი გოლის ავტორს, მატეი ტრუსას დაუწერა. მეორე ადგილზე ანდრეი დემიაა (7,8), ხოლო მესამე პოზიციაზე ცოტნე კაპანაძე და ფილიპ ბლაჟეკი არიან (7,7).

 

მატჩი 1:1 დასრულდა; გაშვებული გოლისას კაპანაძეს შეცდომა არ დაუშვია.

აგვისტოში ცოტნე კაპანაძეს 10-დღიან ინტერვალში მენისკისა და ხელის მოტეხილობის გამო ორი ოპერაცია ჩაუტარდა. დაახლოებით ორთვენახევარი გაუცდა — 16 აგვისტოს შემდეგ პირველად 1-ელ ნოემბერს „ბანსკა ბისტრიცასთან“ ითამაშა (13 წუთი). „კომარნოსთან“ გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღო და ეს შანსი კარგად გამოიყენა: Sofascore-მა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, დღეს კი, ტრავმის შემდეგ პირველად, სასტარტოში იყო და მინდორზე 90 წუთი გაატარა.

ცოტნე კაპანაძის თანაგუნდელმა, გიორგი გაგუამ, გასულ ტურში ლავიწის ძვალი მოიტეხა და მინდორს დაახლოებით 6-8 კვირაში დაუბრუნდება.

16 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედა“ ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსანს 8 ქულით უსწრებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ეგოიანმა თანაგუნდელს 100%-იანი მომენტი შეუქმნა - ექსელსიორმა ტელსტარი დაამარცხა
    ეგოიანმა თანაგუნდელს 100%-იანი მომენტი შეუქმნა - ექსელსიორმა ტელსტარი დაამარცხა