ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი, ფრანკ შმიდტი
Aa
Aa

„ბუდუს წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი

გერმანიის ბუნდესლიგა ორის მე-13 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ მეორეადგილოსან „ნიურნბერგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და 3:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა თავისი ფეხბურთელები შეაქო და ბუდუ ზივზივაძეზეც ისაუბრა.

„პირველ ტაიმში ბუდუ ზივზივაძეზე წესები ირღვეოდა: „ნიურნბერგის“ მცველმა ფინ ოტომ ბურთზე ითამაშა, მაგრამ შორს ვერ გადააგდო და საჯარიმოში ბუდუს შეეხო. ვფიქრობ, აქ პენალტის დანიშვნა თავისუფლად შეიძლებოდა.

მეტოქე სოლიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ პირველ ტაიმში ჩვენს კართან სერიოზულ საფრთხეს ვერ ქმნიდა, შემდეგ კი ავტოგოლი გავუშვით. გასახდელიდან კი „ნიურნბერგი“ უფრო მოტივირებული გამოვიდა და 2-3 საგოლე მომენტიც შექმნა. ჩვენც გაგვიმართლა, როცა ბუდუს დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და დავწინაურდით.

როცა 7 მატჩი ვერ იგებ, ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება შედეგის მიღწევა და დღეს სწორედ ეს მოხდა. გულშემატკივრები კმაყოფილები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ არაერთი მომენტი შევქმენით და 3:1 შემდეგაც შეგვეძლო გოლის გატანა. დღეს პრიორიტეტი ქულების აღება იყო, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვინაიდან მეორე ბუნდესლიგაში ძალიან ძლიერი კონკურენციაა“.

ბუდუმ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 61-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმი“ დააწინაურა. 1:1-ზე ზივზივაძემ ტიმ ზირსლებენის პასით ისარგებლა და „ნიურნბერგის“ კარი აიღო. ქართველმა თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით ზედიზედ მესამე შეხვედრაში (ჰანოვერი, დარმშტადტი, ნიურნბერგი) გაიტანა და მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი დაუგროვდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ნაკრების მთავარი პრობლემა | რა თქვა რამაზ სვანაძემ
    ნაკრების მთავარი პრობლემა | რა თქვა რამაზ სვანაძემ