ირაკლი ეგოიანი, ექსელსიორი
Aa
Aa

ეგოიანმა თანაგუნდელს 100%-იანი მომენტი შეუქმნა - ექსელსიორმა ტელსტარი დაამარცხა

ნიდერლანდების ერედივიზიეს მე-14 ტურში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ „ტელსტარი“ მიიღო და 1:0 გაიმარჯვა - ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე აიმენ სლიტიმ გაიტანა.

ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა. პირველ ტაიმში ეგოიანმა მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა, მეორე ტაიმში კი უფრო აქტიური იყო და საგოლე პასთანაც იყო ახლოს, როცა ირაკლის პასის შემდეგ ნესტო გროენმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

Sofascore-მა ეგოიანის თამაში 7.6 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 99 შეხება ბურთთან, 3 დარტყმა, 1 დარტყმა კარში, 8-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 69-დან 58 ზუსტი პასი (84%), 14-დან 10 ზუსტი გრძელი პასი, 4 საკვანძო პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 6-დან 4 წარმატებული დრიბლინგი, 2 ჩაჭრა, 2 ვარდნა და 14-დან 6 მოგებული ორთაბრძოლა.

ეგოიანის გამორჩეული მომენტები

14 ტურის შემდეგ „ექსელსიორი“ 17 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს „დენ ჰააგს“ ესტუმრება, მანამდე კი ნიდერლანდების თასზე ასევე სტუმრად „ვილემ II“-ს დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კვერნაძემ დისკომფორტი იგრძნო და შეცვალეს | ფროზინონემ პარმა გაანადგურა
    კვერნაძემ დისკომფორტი იგრძნო და შეცვალეს | ფროზინონემ პარმა გაანადგურა