კვერნაძემ დისკომფორტი იგრძნო და შეცვალეს | ფროზინონემ პარმა გაანადგურა
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „ფროზინონემ“ „ბენიტო სტირპეზე“ ალბერტო ჯილარდინოს გაწვრთნილ „პარმას“ 3:0 მოუგო. 25 წლის სლოვაკმა ფორვარდმა ტომაშ ბობჩეკმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა და 74-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 2:0 იყო. მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არაა.
შეცვლამდე ქართველმა ფეხბურთელმა კუნთზე დისკომფორტი იგრძნო. კრისტალსპორტის ინფორმაციით, ორშაბათს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და გაირკვევა, რამდენად მძიმეა დაზიანება.
23 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13-ვე მატჩი სასტარტოდან დაიწყო (1 037 წუთი). კვერნაძის ანგარიშზეა 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი. გარდა ამისა, იტალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
Transfermarkt-მა, მიმდინარე სეზონის მიხედვით, ფეხბურთელის საბაზრო ფასი 4-დან 8 მილიონ ევრომდე გაზარდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს