იბერია 1999
Aa
Aa

იბერიას ეფექტი - საქართველო უეფა-ს რეიტინგში დაწინაურდა

როგორც მოგეხსენებათ, იბერია 1999-მა კონფერენს ლიგაზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. თბილისურმა კლუბმა ეს ლა ლიგის ხეტაფესთან მოახერხა.

ეს გამარჯვება კი რეიტინგზე მნიშვნელოვნად აისახა. „ხეტაფეს“ დამარცხებამ საქართველოს უეფას საკლუბო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.

მიმდინარე სეზონში ქართულმა კლუბებმა ჯამში 2.500 ქულა დააგროვეს, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში ქვეყნის საუკეთესო შედეგია.

ამ მაჩვენებლის ნახევარი, 1.250 ქულა, „იბერიას“ ანგარიშზეა. „ხეტაფესთან“ გამარჯვებისთვის თბილისურმა კლუბმა საქართველოს რეიტინგს დამატებით 0.250 ქულა შესძინა. შედეგად, საქართველომ ესტონეთს (7.041) გადაასწრო და 7.250 ქულით 49-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ 2.500 ქულაზე უკეთესი შედეგი საქართველოს მხოლოდ 2011/12 წლების სეზონში ჰქონდა დაფიქსირებული, როდესაც ქვეყანამ 2.875 ქულა დააგროვა.

უეფას საკლუბო რეიტინგი ბოლო ხუთი სეზონის შედეგების მიხედვით გამოითვლება. თითოეული გამარჯვებისთვის ქვეყანას 0.500 ქულა ერიცხება, ფრის შემთხვევაში კი — 0.250.

„იბერიას“ კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე გასვლითა და მიმდინარე სეზონში მოპოვებული ქულებით საქართველომ ევროტურნირებზე ოთხი გუნდის შენარჩუნების შესაძლებლობა გაიმყარა.

შეგახსენებთ, რომ იბერია 1999-ს კონფერენს ლიგაზე 4 ტურის შემდეგ, 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 24-ე ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს ქართული სულია, თოკომ მატჩამდე ბებია დაკარგა“ | დუდა სანაძის კომენტარი
    „ეს ქართული სულია, თოკომ მატჩამდე ბებია დაკარგა“ | დუდა სანაძის კომენტარი