ბითაძის 4 ქულა და 11 მოხსნა | ორლანდომ ვაშინგტონ ვიზარდსი 25 ქულით დაამარცხა
NBA-ში „ვაშინგტონ ვიზარდსი“ შინ „ორლანდო მეჯიქთან“ 91:116 დამარცხდა.
მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძემ „ორლანდო მეჯიქის“ სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა.
გამარჯვებულთა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 33 წუთი გაატარა და მის აქტივში 4 ქულა, 11 მოხსნა (1 შეტევაში, 10 დაცვაში), 1 პასი და 4 დაფარებაა. ასევე, მის ანგარიშზე 1 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა ფიქსირდება.
ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა გოგას თანაგუნდელმა, ფრანც ვაგნერმა ჩააგდო — 23. მას ტრისტან და სილვა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.
„ორლანდო მეჯიქმა“ 18-დან 8 მატჩი მოიგო და 10 დათმო. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს (თბილისის დროით 03:00 საათზე), სტუმრად „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს