იური ლომაძე
Aa
Aa

მეორე მედალი მსოფლიოზე - ლომაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.

72 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე იური ლომაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ მომენტში უკრაინის სახელით მოასპარეზე პავიზ ნასიბოვი 7:4 დაამარცხა და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

1/8 ფინალში ლომაძემ ეგვიპტელი მოჰამედ ხალილი 9:0 დაამარცხა, 1/4 ფინალში ყაზახ ამანბეკს 6:3 მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელ ვანსასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ იური ლომაძის გარდა ტურნირზე ბრინჯაოს მედალი 55 კგ. წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამაც მოიპოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ოპერაციას გადავრჩით!“ - ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური
    „ოპერაციას გადავრჩით!“ - ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური