2030 წელს ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მოსკოვში გაიმართება
Aa
Aa

2030 წელს ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მოსკოვში გაიმართება

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2028-დან 2030 წლამდე ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება გასცა.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ჭაბუკებს შორის მსოფლიო პირველობას 2028 წელს კოსოვოს დედაქალაქი პრიშტინა უმასპინძლებს. ამავე წელს, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გაიმართება.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2030 წელს უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი იქნება, ერთი წლით ადრე კი ტურნირი ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში გაიმართება.

საგულისხმოა, რომ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, 2030 წელს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო პირველობა მოსკოვში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კონტინენტის პირველობა საქართველოში - ქართული ძალოსნობის ევროპული აღიარება
    კონტინენტის პირველობა საქართველოში - ქართული ძალოსნობის ევროპული აღიარება