ნათია გადელია, გოგა ჯაჯვანი, ზურაბ მსხალაძე
Aa
Aa

კონტინენტის პირველობა საქართველოში - ქართული ძალოსნობის ევროპული აღიარება

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცეს და საოცარი შედეგი აჩვენეს. ფიცარნაგზე წარმატებული გამოსვლით, ბუნებრივია კონტინენტზე ქართული ძალოსნობის პრესტიჟი იზრდება, რისი დასტურიც კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც სპორტის ამ სახეობის ქართველ მოყვარულებს ძალიან გაახარებს.

გადაწყდა, რომ ალბანეთისგან ესტაფეტა სწორედ ჩვენს ქვეყანას გადაეცემა და 2027 წელს ევროპის 20 და 23-წლამდე ძალოსანთა პირველობას სწორედ საქართველო უმასპინძლებს, რაც სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო განვითარებისთვის უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, კერძოდ კი ბათუმმა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელების ნდობა უფროსებს შორის კონტინენტის პირველობის ორჯერ საოცრად მაღალ დონეზე ჩატარებით დიდი ხანია მოიპოვა და ეს ნაბიჯი ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

ცნობისათვის, ახლახანს დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა ქართველმა ძალოსნებმა საერთო ჯამში 38 მედლით დაასრულეს, საიდანაც 11 უმაღლესი სინჯის, 17 ვერცხლის და 10 ბრინჯაოსი იყო. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიდან საუკეთესო შედეგი გოგა ჯაჯვანმა (95 კგ), ზურაბ მსხალაძემ (85 კგ) და ნათია გადელიამ (86 კგ) აჩვენეს, რომლებიც სამივე დისციპლინაში ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მსხალაძის სამი ოქრო | ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონია (U23)
    მსხალაძის სამი ოქრო | ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონია (U23)