წარმატება ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე | დავით კილაძე ჩემპიონია
პრიშტინაში ჭაბუკთა შორის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 17-წლამდე კატეგორიაში დღეს საქართველოს ნაკრების სახელით დავით კილაძემ იასპარეზა (70 კგ წონითი კატეგორია) და დიდ წარმატებას მიაღწია.
ქართველმა ძალოსანმა ერთი ვერცხლისა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. კილაძემ ატაცში 125 კგ დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა! კილაძემ აკვრაში დაძლეული 155 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 280 კილოგრამით კიდევ ერთი ოქროს მედალი დაისაკუთრა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
ევროპის ჩემპიონატის განრიგი ასე გამოიყურება:
24 აგვისტო 14:00 სთ დავით კილაძე - 70 კგ, 16:00 სთ შორენა კვირიტიძე / ვერიკო შამათავა 61 კგ, 20:00 სთ ლუკასი თოდუა - 75 კგ
25 აგვისტო 16:00 სთ საბა არჩვაძე - 85 კგ, 21:00 სთ ლადო ძიმცეიშვილი 85 კგ
26 აგვისტო 18:00 სთ ნიკოლოზ ქორიძე +85 კგ, 20:00 სთ მარიამ ჩხენკელი 77 კგ
27 აგვისტო 12:00 სთ თამაზ მეგრელიშვილი / ზურაბ იოსელიანი 95 კგ, 14:00 სთ ნინი კომლაძე +77 კგ მარიამ ჩოხელი +77 კგ, 16;00 სთ ნიკოლოზ კურტანიძე / ხვიჩა კიწმარიძე +95 კგ.