ყიფშიძე ბრინჯაოს პრიზიორია - მეათე მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ყიფშიძე ბრინჯაოს პრიზიორია - მეათე მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ევროპის 20 და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები უმაღლეს დონეზე ასპარეზობას განაგრძობენ. ამჯერად საქართველოს დელეგაციას წარმატება მანუჩარ ყიფშიძემ მოუტანა, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ატაცის დისციპლინაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ყიფშიძემ პირველ მისვლაზე 128 კილოგრამი ვერ აიტაცა, თუმცა მეორე ცდაზე ყველაფერს უფრო მეტი კონცენტრაციით მიუდგა და 129 კილოგრამი დაძლია. მესამე საპრიზო ადგილის დაკავება კი მესამე მისვლაზე შეძლო, როდესაც 133 კილოგრამი დააფიქსირა. 161 კილოგრამის აწევით მანუჩარმა აკვრაში მეოთხე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პრიზიორობამდე ცოტა დააკლდა. რაც შეეხება ორჭიდის ჯამს, ყიფშიძემ 294 კილოგრამი დააგროვა და აქაც მეოთხე ადგილი დაიკავა.

ცნობისათვის, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე 10 მედალია. ყიფშიძის ბრინჯაოს პრიზიორობამდე, ჩვენი ქვეყნის დელეგაციას სამ-სამი მედალი მარიამ მაისურაძემ, რევაზ მილდიანმა და გიგა ოდიკაძემ მოუტანეს. დღეს, ფიცარნაგზე საქართველოს სახელით 20-წლამდე კონტინენტის პირველობაზე 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა სილაგაძე და გოგა ჯაჯვანი, ხოლო 77 კილოგრამში ნანა ხორავა გავლენ. 23-წლამდელებს შორის კი, ძალებს ზურაბ მსხალაძე (85 კგ) მოსინჯავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მაისურაძის 3 მედალი - წარმატებული ევროსტარტი
    მაისურაძის 3 მედალი - წარმატებული ევროსტარტი