მაისურაძის 3 მედალი - წარმატებული ევროსტარტი
ალბანეთის ქალაქ დურესში დღეს სტარტი აიღო ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატმა და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველივე წარმომადგენელმა სამივე დისციპლინაში მედლის მოპოვება შეძლო. მართალია უმაღლესი სინჯის არც ერთი არ ყოფილა, თუმცა მარიამ მაისურაძემ (49 კგ) მძიმე კონკურენციის პირობებში საკუთარი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინა და დაამტკიცა, რომ წინ დიდი მომავალი აქვს.
მაისურაძემ ატაცში 76 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში 96 კილოგრამი დააფიქსირა, რის შედეგაც ორჭიდის ჯამში 172 კილოგრამს მოუყარა თავი და სამივე დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გეტყვით იმასაც, რომ კონტინენტის პირველობაზე გოგონებიდან მარიამის გარდა, საქართველოს სახელით ფიცარნაგზე 20-წლამდელებს შორის ნანა ხორავა (60 კგ) და მარიამ მურღვლიანი (86 კგ), ხოლო 23-წლამდე ასაკში ნათია გადელია (86 კგ) გავლენ.
ცნობისათვის, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ხვალ ჩვენ ქვეყანას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება - გიგა ოდიკაძე მედლის მოპოვებას 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება, ტურნირი კი 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს