სამი ვერცხლის მედალი - ცირეკიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
Aa
Aa

სამი ვერცხლის მედალი - ცირეკიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ქართველი ძალოსნები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკანასკნელი წლების განმავლობაში თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებებით გვანებივრებენ და რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ვეტერანებს შორის გამართულ პლანეტის პირველობაზეც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა გაიბრწყინა. საუბარი გვაქვს რაულ ცირეკიძეზე, რომელმაც 39 წლის ასაკში გამოიჩინა თავი.

ვეტერან ძალოსანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს ამჯერად საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა უმასპინძლა, სადაც რაულ ცირეკიძემ, რომელიც +110 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა. რაულმა ატაცში - 136, აკვრაში - 176, ხოლო ორჭიდის ჯამში 312 კილოგრამი დაძლია, სამივე დისციპლინაში ვერცხლის პრიზიორი გახდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ რაულ ცირეკიძეს კარიერის განმავლობაში ორ ოლიმპიურ თამაშებზე, 2008 წელს პეკინში და 2012 წელს ლონდონში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2012 წელს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული კონტინენტის პირველობა კი მისი ტრიუმფით დასრულდა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარმატება ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე | დავით კილაძე ჩემპიონია
წარმატება ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე | დავით კილაძე ჩემპიონია