ნათია გადელია
Aa
Aa

გადელიას სამი ოქრო - მორიგი ევროწარმატება

ალბანეთის დედაქალაქ დურესში ძალოსანთა შორის ევროპის 20 და 23-წლამდე ჩემპიონატი დღეს დასრულდება. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა და მათ შორის ერთ-ერთი, რომელმაც გამორჩეული შედეგი აჩვენა, 22 წლის ნათია გადელიაა, რომელმაც სამივე დისციპლინაში პირველი ადგილი დაიკავა.

გადელიამ, რომელიც +86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 104 კილოგრამი დაიმორჩილა, რასაც აკვრაში 134 კილოგრამის დაძლევა მოჰყვა. საბოლოოდ, ნათიამ ორჭიდის ჯამში 238 კილოგრამი დააგროვა და ზურაბ მსხალაძისა და გოგა ჯაჯვანის შემდეგ გახდა რიგით მესამე ქართველი ძალოსანი, რომელიც წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე სამივე დისციპლინაში უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა.

ცნობისათვის, დღეს ფიცარნაგზე საქართველოს სახელით კიდევ ერთი ძალოსანი გურამ ვეკუა (110 კგ) გავიდა, რომელმაც როგორც ატაცში, ასევე აკვრასა და ორჭიდის ჯამში საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მურღვლიანის სამი მედალი - ევროპის რეკორდი მოხსნილია
    მურღვლიანის სამი მედალი - ევროპის რეკორდი მოხსნილია