მსხალაძის სამი ოქრო | ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონია (U23)
ძალოსნობაში, ახალგაზრდებს შორის ზურაბ მსხალაძე (85 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ატაცში 162 კგ. დააფიქსირა, აკვრაში - 192 კგ, ორჭიდის ჯამში - 355 კგ. მის ანგარიშზე სამი ოქროს მედალია.
საქართველოს 23-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა, მას ასისტენტობას გია ცირეკიძე და გიორგი გაბრიჭიძე უწევენ. მსხალაძის პირადი მწვრთნელი ნუგზარ ჯინჭარაძეა.
ნანა ხორავა (77 კგ.) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა (107, 128 და 235 კგ. დააფიქსირა).
ძალოსნობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი ალბანეთის ქალაქი დურესია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს