თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართული უსინათლოთა ძალოსნობის, წოლჭიმისა და სამჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა სპორტსმენებმა 9 მედალი მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები სამ ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.
საუკეთესო შედეგი მირიან ოგნაძემ (+125 კგ) დააფიქსირა, რომელმაც წოლჭიმში დაძლეული 216 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო სამჭიდის ჯამში აწეული 711 კილოგრამით მეორე ოქროს მედალი დაიმსახურა. სოლიდური შედეგი ჰქონდა გიორგი ბასილაშვილს (-75 კგ) - წოლჭიმში ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამჭიდის ჯამში კი ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო გიორგი მაისურაძემ (+125 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლების პრიზიორი გახდა გიორგი გიგაური (-56 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში, ზაზა მარტიაშვილმა (-125კგ) კი წოლჭიმში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
ცნობისათვის, თურქეთში გამართულ უსინათლოთა ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში 11 ქვეყნის ასამდე პარაძალოსანი მონაწილეობდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს