მარიამ მურღვლიანი
Aa
Aa

მურღვლიანის სამი მედალი - ევროპის რეკორდი მოხსნილია

მარიამ მურღვლიანი ბოლო წლებში ქართული ძალოსნობის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და საკუთარ სტატუსს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგებითაც ადასტურებს. ამჯერადაც, ასეთივე შემართების და მაღალი კლასის წყალობით, ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე სამივე დისციპლინაში მედალი მოიპოვა.

საუკეთესო შედეგი მურღვლიანმა ატაცის დისციპლინაში აჩვენა, სადაც 112 კილოგრამის დაძლევით გარდა იმისა, რომ ოქროს მედალს დაეუფლა, ევროპის რეკორდიც დაამყარა. მარიამს ცუდად არც აკვრაში უასპარეზია და 136 კილოგრამის დაფიქსირებით ვიცე-ჩემპიონი გახდა, რითაც ორჭიდის ჯამში 248 კილოგრამს მოუყარა თავი და აქაც ვერცხლის პრიზიორობა გაინაღდა.

ცნობისათვის, დღეს კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ექვსი ძალოსანი, საბა ადამია, გიგა ცუხიშვილი, გივი დარსაველიძე, ირაკლი ვეკუა, გერვასი თაბაგარი და საბა ასანიძე იასპარეზებს.  

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    2 ვერცხლი და ბრინჯაო - მილდიანის 3 მედალი
    2 ვერცხლი და ბრინჯაო - მილდიანის 3 მედალი