რევაზ მილდიანი
Aa
Aa

2 ვერცხლი და ბრინჯაო - მილდიანის 3 მედალი

ალბანეთის ქალაქ დურესში მესამე დღეა ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მედლების გარეშე ქართველებს კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა ჯერჯერობით არც ერთ დღეს არ დაუსრულებიათ. ამჯერად ჩვენს ქვეყანას წარმატება რევაზ მილდიანმა მოუტანა, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა ატაცის დისციპლინაში 138 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. შედარებით ნაკლებად წარმატებული იყო მისი გამოსვლა აკვრაში, სადაც მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა, 161 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში დაგროვებული 299 კილოგრამით მილდიანმა ასევე ვერცხლის მედალი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 9 მედალია და მილდიანამდე წარმატებას მარიამ მაისურაძემ და გიგა ოდიკაძემ მიაღწიეს. ხვალ, ფიცარნაგზე ჩვენი ქვეყნის სახელით მანუჩარ ყიფშიძე გავა, რომელიც ძალებს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსინჯავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სამი ვერცხლის მედალი - ცირეკიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
    სამი ვერცხლის მედალი - ცირეკიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია