მარიამ მურღვლიანის მიერ კარგად დაწყებული საქმე ქართველმა ძალოსნებმა ასევე განაგრძეს და ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ყულაბას კიდევ რამდენიმე მედალი შეემატა. ამჯერად საქართველოს წარმომადგენლებმა 20-წლამდე კონტინენტის პირველობაზე მიაღწიეს, სადაც მძიმე წონაში ორი წარმომადგენელი გვყავდა და ორივემ შესანიშნავად იასპარეზა.
გივი დარსაველიძემ ატაცში 168 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მანვე აკვრაში 210 კილოგრამი დააფიქსირა და კვლავ ვერცხლის მედალი მოოიპოვა, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 378 კილოგრამითაც.
რაც შეეხება ირაკლი ვეკუას - ატაცში თავი 167 კილოგრამს გაართვა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა. აკვრაში კი, 209 კილოგრამი დაძლია და კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა. ვეკუა ანალოგიურ პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 376 კილოგრამითაც.
ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას ქართველი ძალოსნები ხვალ დაასრულებენ. იქამდე კი დღეს ფიცარნაგზე ძალებს საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი, საბა ასანიძე და გერვასი თაბაგარი მოსინჯავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს