იბერია 1999
Aa
Aa

იბერია ძლიერდება | ვინ არის 25 წლის ავსტრალიელი ცენტრალური მცველი

TalkSPORT-ისა და FOX Sports News-ის ჟურნალისტმა ჯეიმს დოდმა საქართველოს ჩემპიონ „იბერიასთან“ დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. 25 წლის ფილიპ ჩანჩარმა ქართულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამპლუით ცენტრალურ მცველს ბოსნიური ფესვები აქვს, ხორვატიის მოქალაქეა, თუმცა ავსტრალიაში დაიბადა და კარიერის დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში გაატარა.

1,86 მეტრი სიმაღლის ცენტრალური მცველი მარჯვენაფეხიანია. ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა საყრდენად თამაშის გამოცდილებაც აქვს. Transfermarkt-ი მას 300 000 ევროდ აფასებს.

2025-26 წლების სეზონი „უესტერნ სიდნეი უანდერერსში“ გაატარა, 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ავსტრალიაში სეზონი აპრილში დასრულდა და მას შემდეგ არ უთამაშია. ბოლო მატჩი 11 აპრილს ჩაატარა. საქართველოს ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

პროფესიული კარიერა ხორვატიის რანგით მეორე დივიზიონში, „ჰრვატსკი დრაგოვოლიაციში“ დაიწყო. ავსტრალიაში „უესტერნ სიდნეი უანდერერსისა“ (2020-22 და 2025-26) და „ნიუკასლ ჯეტსის“ (2023-25) რიგებში გამოდიოდა. ავსტრალიის უმაღლეს ლიგაში 66 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. 2022-23 წლების სეზონი შოტლანდიის უმაღლესი ლიგის „ლივინგსტონში“ გაატარა, თუმცა მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ „ლარნის“ დამარცხებით კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე თამაში გაინაღდა. ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში პოლონურმა „იაგელონიამ“ შინ 4:0 მოუგო. საპასუხო მატჩი 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰაიდენჰაიმი მე-4 ლიგის გუნდთან განადგურდა | ბუდუმ პენალტი ვერ გაიტანა
ჰაიდენჰაიმი მე-4 ლიგის გუნდთან განადგურდა | ბუდუმ პენალტი ვერ გაიტანა