დინამო ბათუმიდან სლოვაკეთში | ხოზრევანიძის ახალი კლუბი ცნობილია
Aa
Aa

დინამო ბათუმიდან სლოვაკეთში | ხოზრევანიძის ახალი კლუბი ცნობილია

კრისტალსპორტის ინფორმაციით, „დინამო ბათუმის’’ ფორვარდი ლევან ხოზრევანიძე ერთწლიანი იჯარით სლოვაკურ „შამორინში’’ ითამაშებს, რომელიც რანგით მეორე ლიგაშია და ამ მომენტისთვის „პეტრჟალკასთან’’ ერთად ლიდერია.

20 წლის ფორვარდის მენეჯერი „დინამო ბათუმის’’ ყოფილი ფეხბურთელი ბესიკ თედორაძეა.

„შამორინში’’ ქართველი ნახევარმცველი, 20 წლის ლუკა ბუბუტეიშვილი დახვდება, რომელიც სლოვაკურ გუნდში მიმდინარე ზაფხულში გადავიდა, ახალ სეზონში მის აქტივში 5 მატჩში 2 საგოლე პასია.

ხოზრევანიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში (396 წუთი) 2 გოლი გაიტანა. მე-13 ტურში „მეშახტესთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა და მისი გოლით გუნდმა 3 ქულა მოიპოვა, მე-14 ტურში „სპაერთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა და გაიტანა, ანგარიში „დინამო ბათუმის’’ სასარგებლოდ 1:3 გახდა, საბოლოო კი მატჩი 3:3 დასრულდა.

„დინამო ბათუმის’’ პირველ გუნდში სათამაშო დრო 2025 წლის სეზონში მიიღო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 17 მატჩში (885 წუთი) 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საქართველოს თასზე სამ მატჩში (204 წუთი) მის ანგარიშზე 2 გოლი იყო.

„დინამო ბათუმის'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგუა ბრწყინვალე იყო | თანაგუნდელებმა შეაქეს და შესანიშნავი პასები შეასრულა
გაგუა ბრწყინვალე იყო | თანაგუნდელებმა შეაქეს და შესანიშნავი პასები შეასრულა