ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ჰაიდენჰაიმი მე-4 ლიგის გუნდთან განადგურდა | ბუდუმ პენალტი ვერ გაიტანა

გერმანიის თასის 1/32-ფინალში რანგით მე-4 ლიგის იედელო შინ ბუნდესლიგა 2-ის ჰაიდენჰაიმი 5:2 გაანადგურა და თასის გათამაშებიდან გამოთიშა.

მე-12 წუთზე მარვინ პირინგერის პასით 19 წლის ფორვარდმა იანიკ ვაგნერმა ანგარიში გახსნა, ჰაიდენჰაიმი დაწინაურდა, თუმცა მალევე, მე-13 წუთზე კოსოვოელმა კამერ კრასნიჩიმ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 27-ე წუთზე იედელო იან შოპნერის ავტოგოლით დაწინაურდა, 30-ე წუთზე ჰარის ჰისენიმ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა - 3:1.

ამ სეზონში პირველად ჰაიდენჰაიმის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დასვა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ, როცა ანგარიში 3:1 იყო, ქართველი თამაშში ჩართო.

58-ე წუთზე ბუდუს ანგარიშის შემცირების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, პენალტი მოიპოვა, თავად დაარტყა, თუმცა მეკარემ აუღო.

70-ე წუთზე მასპინძლებმა სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდეს, ჰარის ჰისენიმ პენალტი ზუსტად დაარტყა, დუბლი შეასრულა - 4:1. 72-ე წუთზე ტიმ იანსენმა გაიტანა და ანგარიში 5:1 გახდა.

81-ე წუთზე ბუდუმ შორიდან დაარტყა, თუმცა ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა და მოიგერია.

90-ე წუთზე კაუფმანმა სხვაობა შეამცირა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ის საწყის ორ ტურში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, პირველ ტურში ოსნაბრიუკს გაუტანა, მეორე მატჩში ჰერტასთან მინდორი უგოლოდ დატოვა.

რაც შეეხება გასულ სეზონს, ბუდუმ ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 20-დან 13-ში 45 ან უფრო მეტი წუთი ითამაშა. მის აქტივში 6 გოლია. აინტრახტს, უნიონს, ფრაიბურგსა და ზანქტ. პაულის თითო-თითო გოლი გაუტანა, ჩემპიონ მიუნხენის ბაიერნთან დუბლი შეასრულა.

ბუდუს ჰაიდენჰაიმთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ი 32 წლის ქართველ ფორვარდს 1,2 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კუნთის ტრავმა | ქვილითაია გუნდურ ვარჯიშს ერთ კვირაში დაუბრუნდება
კუნთის ტრავმა | ქვილითაია გუნდურ ვარჯიშს ერთ კვირაში დაუბრუნდება