გიორგი გაგუა
Aa
Aa

გაგუა ბრწყინვალე იყო | თანაგუნდელებმა შეაქეს და შესანიშნავი პასები შეასრულა

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში დუნაისკა სტრედამ შინ პოდბრეზოვა 5:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო კვლავ გიორგი გაგუა იყო, რომელმაც ამ მატჩში ორი კარგი გადაცემა შეასრულა, პირველ ტაიმში პრინს ოვუსუს მისამართით, განელმა ცუდად დაარტყა. მეორე ტაიმში გაგუას გადაცემით მატეი ტრუსამ დუბლი შეასრულა, ანგარიში 3:0 გახდა.

გაგუას ქართველ თანაგუნდელს, ამპლუით მარჯვენა მცველ ცოტნე კაპანაძეს არ უთამაშია, სამატჩო განაცხადში არ იყო, ხოლო პოდბრეზოვას ფეხბურთელმა ლუკა სილაგაძემ სასტარტო ითამაშა და მე-60 წუთზე შეცვალეს.

მატჩის შემდეგ დუბლის ავტორმა მატეი ტრუსამ მედიასთან ისაუბრა და სხვა თანაგუნდელებთან ერთად გაგუაც გამოარჩია.

„მაღალი დონის შემადგენლობა გვყავს და დღეს დაფნა მე მოვიმკე. თუმცა, წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა. ამარ რამადანი ფანტასტიკურ ფორმაშია და მასთან ერთად ფეხბურთის თამაში ერთი სიამოვნებაა. მაგრამ აქ სხვებიც არიან. გაგუა და ოუროც ბრწყინვალენი არიან, ისევე როგორც ჩვენი დაცვა, ოვუსუს კი უდიდესი პოტენციალი გააჩნია. სათადარიგოთა სკამზე მყოფი ბიჭების დამსახურებაცაა, რომ ჩვენი გუნდი ასეთი ხარისხიანია. ეტყობა, რომ კარგ კოლექტივს ვქმნით. იმედია, ბოლომდე ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ტრუსამ.

მიმდინარე კვირაში გაგუას ტოგოელი თანაგუნდელი სამსონდინ ურო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა, მან გაგუა და რამადანი გამოარჩია, მათ განსაკუთრებული ფეხბურთელები უწოდა.

მიმდინარე სეზონში გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატის 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. კონფერენს ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. საერთო ჯამში, 8 მატჩში 7 საგოლე მოქმედება აქვს, რაც საკმაოდ კარგი სტატისტიკაა. გასული სეზონიდან მოყოლებული გაგუას პოზიცია შეუცვალეს, ცენტრფორვარდზე იშვიათად თამაშობს, მეტწილად „ათიანზეა'' და შეტევების განვითარებაში მონაწილეობს, საკვანძო პასებს ასრულებს და უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელი გახდა. ამ სეზონში 8-დან 7 მატჩში „ათიანზე'' იყო, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ „ტვენტესთან'' ითამაშა, ის მატჩი ნიდერლანდურმა კლუბმა 6:0 მოიგო.

სლოვაკეთის ჩემპიონატში 4 ტურის შემდეგ სლოვანი 12 ქულით პირველზეა, დუნაისკა სტრედასა და ტრნავას ანგარიშზე 10-10 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
აბუაშვილის ხარიხა და კარგი მატჩი - მეცმა შინ ლავალს ვერ მოუგო
აბუაშვილის ხარიხა და კარგი მატჩი - მეცმა შინ ლავალს ვერ მოუგო