ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სამწუხარო ამბავი | კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სამწუხაროდ, მედიაში გაკეთებული წინასწარი პროგნოზი გამართლდა და ქართველმა ფეხბურთელმა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

„ბარსელონასთან“ გუშინდელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. უახლოეს დღეებში მას ოპერაცია ჩაუტარდება“.

რაც შეეხება კიდევ ორ ტრავმირებულს - უსმან დემბელესა და მარკინიოსს, ისინი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი სამედიცინო შტაბის დახმარებით დატოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ბარსას დაცვისთვის საფრთხის მუდმივი წყარო იყო“ - ფრანგული პრესა ხვიჩაზე
    „ბარსას დაცვისთვის საფრთხის მუდმივი წყარო იყო“ - ფრანგული პრესა ხვიჩაზე