ხვიჩა კვარაცხელია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„უფრო ძლიერი დაგვიბრუნდი“ - ისლამმა ხვიჩა გაამხნევა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. გარდა იმისა, რომ ხშირად თამაშობს, სპორტის უპირველესი სახეობის სუპერმატჩებს არცთუ იშვიათად ესწრება და განსაკუთრებით „პარკ დე პრენსს“ სტუმრობს, რადგან ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენის“ დიდი გულშემატკივარია. დაღესტნელი მებრძოლი რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტს ბოლომდე აფასებს, ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დადასტურდა, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონატს მხედველობაში არ მიიღებენ, სადაც განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით ვერავინ გაიბრწყინა, „ოქროს ბურთის“ მოგებას წელს კვარა იმსახურებს. ახლა კი, როდესაც „სენ-ჟერმენის“ ქართველ ვარსკვლავს ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი ელის, ისლამმა ის ბოლომდე გაახნევა.

ისლამ მახაჩევი

არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ სამწუხაროდ მთლიანად სპორტში ტრავმების თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხვიჩა, მეგობარო, გისურვებ რაც შეიძლება სწრაფ გამოჯანმრთელებას. იყავი ძლიერი, თავი მაღლა ასწიე და კიდევ უფრო მეტად ძლიერი დაგვიბრუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პატარა დაბრკოლებას ღირსეულად გადალახავ.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მესამე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ - „ბარსელონას“ მატჩის 57-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება და წინასწარი ვარაუდით, სარეაბილიტაციო პროცესი 7-დან 9 თვემდე გასტანს, რაც სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ქართველი ვარსკვლავისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საუკეთესო პერიოდი წინ გაქვს“ - კრიშტიანუმ კვარა გაამხნევა
    „საუკეთესო პერიოდი წინ გაქვს“ - კრიშტიანუმ კვარა გაამხნევა