ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ტრავმის გამო შეცვალეს | პსჟ-მ ბარსა 6-გოლიან თრილერში დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პსჟ „პარკ დე პრენსზე'' ჰანსი ფლიკის „ბარსელონას'' 4:2 მოუგო.

პარიზული კლუბი 38-ე წუთზე დეზირე დუემ დააწინაურა, 55-ე წუთზე ხავი ესპარტმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 72-ე წუთზე ლუკას ერნანდესმა პსჟ დააწინაურა, 79-ე წუთზე ლამინ იამალმა ბრწყინვალე დარტყმით წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში ლუის ენრიკეს გუნდმა ორი გოლი გაიტანა, 81-ე წუთზე ვიტინიამ შეგდო, 86-ე წუთზე - ფაბიან რუიზმა.

მატჩის გოლები

პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია მეტ-ნაკლებად აქტიურობდა, მეორე წუთზე ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს გაარტყა. გარდა ამისა, რამდენჯერმე შეტევა გაამწვავა. რაც შეეხება დაცვითი ფუნქციების შესრულებას, მისი თამაშიდან ორი ეპიზოდია გამოსარჩევი. უნდა აღინიშნოს, რომ „ბარსას'' მარჯვენა მცველი ხავი ესპარტი კვარაცხელიას კარგად მეურვეობდა.

ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები ბარსასთან

მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია ხავი ესპარტისთვის ბურთის ართმევას ცდილობდა, თუმცა ესპანელმა ორთაბრძოლა მოუგო. ხვიჩამ ამ მომენტში ტრავმა მიიღო და 59-ე წუთზე ლუის ენრიკემ შეცვალა, თამაშში აკლიუშე ჩართო.

ამ მატჩს „პსჟ“ და „ბარსელონა“ ქულათა მაქსიმუმით შეხვდნენ. პირველ ტურში პარიზულმა გუნდმა „სლოვანი“ 6:1 გაანადგურა, მეორეში სტუმრად „მან. სიტის“ სძლია — 2:4. თავის მხრივ, პირველ ტურში „ბარსამ“ „ფეიენოორდი“ დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა, მეორე ტურში სტუმრად „გალათასარაის“ დამაჯერებლად მოუგო — 1:4.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით კატალონიური გრანდი პირველად დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის საწყის ორ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, „სლოვანთან'' არ უთამაშია, „მან. სიტისთან'' ცვლილებაზე გამოვიდა (24 წუთი ითამაშა), დღეს სასტარტოში იყო და როგორც გითხარით, ტრავმის გამო შეცვალეს.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ შვიდივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლუის ენრიკეს როტაციაში ჰყავს, პირველი ტურიდან მოყოლებული მისი სათამაშო დრო ასე გადანაწილდა: პირველი ტური: 45 წუთი, მეორე ტური: 45 წუთი, მესამე ტური: 68 წუთი, მეოთხე ტური: 66 წუთი, მეხუთე ტური: 59 წუთი, მეექვსე ტური: 31 წუთი, მე-7 ტური: 63 წუთი. შვიდ მატჩში ხვიჩას აქტივში ორი საგოლე მოქმედებაა, მე-3 ტურში „მონაკოსთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა, მე-6 ტურში „ლე მანთან“ ცვლილებაზე შევიდა და გოლი გაიტანა. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | კეინი ფავორიტია, ხვიჩა ხუთეულშია
    TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | კეინი ფავორიტია, ხვიჩა ხუთეულშია