„რატომ მაინც და მაინც მე?..“ - ხვიჩას პირველი კომენტარი უმძიმესი ტრავმის მიღების შემდეგ
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და პსჟ-ს ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ სოციალურ ქსელშსი განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რას წერს ხვიჩა:
„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-3 ტურში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც რეაბილიტაციისთვის 7-9 თვე დასჭირდება. სამწუხაროდ, ქართველი შემტევისთვის 2026/27 წლების სეზონი დასრულებულია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს