ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი
Aa
Aa

TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | კეინი ფავორიტია, ხვიჩა ხუთეულშია

ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ, TNT Sports-მა ოქროს ბურთის კანდიდატთა რეიტინგი შეადგინა, რომელშიც პარი სენ-ჟერმენისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი გამოცემამ მეოთხე პოზიციაზე დააყენა და გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„სამეულის მიღმა კვარაცხელიას დატოვება ალბათ ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ქართველი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, პსჟ-მ კი ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.

საქართველოსთვის და ყველა სხვა პატარა ქვეყნისთვის შესანიშნავი იქნებოდა, ამ ჯილდოს კვარაცხელია თუ მოიგებდა, - ამბობს გამოცემის ექსპერტი ჟულიენ ლორენი. - მე ხმას ხვიჩას მივცემდი. უსმან დემბელე ძალიან მომწონს და ზედიზედ მეორედ მისი გამარჯვებაც გამიხარდებოდა. უსმანმა მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალშიც გაიტანა.

თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო, ხვიჩას წინააღმდეგ იმუშავებს“.

ფავორიტად TNT Sports-ი ჰარი კეინს მიიჩნევს, სრული ათეული ასე გამოიყურება: ჰარი კეინი, ლამინ იამალი, ლიონელ მესი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, უსმან დემბელე, როდრი, ფაბიან რუისი, მაიკლ ოლისე, დეკლან რაისი.

აქვე გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მაგარი ბიჭია, ყოველთვის კონცენტრირებულია“ | იურიჩმა გოგლიჩიძე შეაქო
    „მაგარი ბიჭია, ყოველთვის კონცენტრირებულია“ | იურიჩმა გოგლიჩიძე შეაქო