ეს ყველაზე ცუდი სიახლეა | ენრიკე კვარაზე, დემბელესა და მარკინიოსზე
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პსჟ-მ „პარკ დე პრენსზე'' ჰანსი ფლიკის „ბარსელონას'' 4:2 მოუგო.
მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია ხავი ესპარტისთვის ბურთის ართმევას ცდილობდა, თუმცა ესპანელმა ორთაბრძოლა მოუგო. ხვიჩამ ამ მომენტში ტრავმა მიიღო და 59-ე წუთზე ლუის ენრიკემ შეცვალა, თამაშში აკლიუშე ჩართო.
ამ მატჩში პსჟ-ს სამი ფეხბურთელი - კვარაცხელია, დემბელე და მარკინიოსი დაშავდნენ.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ მათზე ისაუბრა: „მე ექიმი არ ვარ. ხვალამდე უნდა დაველოდოთ, სანამ სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებენ და პასუხები გახდება ცნობილი. სამი მოთამაშე დაშავდა, სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი – ეს ყველაზე ცუდი სიახლეა. თუმცა ასეთია მაღალი დონის ფეხბურთი.“
პირველ ტურში პარიზულმა გუნდმა „სლოვანი“ 6:1 გაანადგურა, მეორეში სტუმრად „მან. სიტის“ სძლია — 2:4. „ბარსასთან'' გამარჯვებით პსჟ-ს აქტივი 9 ქულამდე გაიზარდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს