მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„რთული წარმოსადგენია იანი დამარცხდეს“ | ვოლკანოვსკი მერაბის წაგებას ვარაუდობს

მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას 24 ოქტომბერს გამართავს და UFC 333-ის თანამთავარ მოვლენაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება. ღონისძიების მთავარი მოვლენა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩხუბია, რომელშიც ალექსანდრ ვოლკანოვსკი ტიტულს მოვსარ ევლოევთან დაიცავს.

Red Corner MMA-მ „ვოლკს“ ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ავსტრალიელმა დვალიშვილისა და იანის ტრილოგიაზეც ისაუბრა. ვოლკანოვსკიმ საკუთარი პროგნოზი გაასაჯაროვა და „მანქანის“ მარცხი ივარაუდა.

„იანი ძალიან კარგი ბიჭია და ერთმანეთის მიმართ უდიდესი პატივისცემა გვაქვს. თავის წონით დივიზიონში მნიშვნელოვანი ჩხუბი ელოდება და ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ქვემსუბუქ წონაშიც წარმატებით იასპარეზებს და ჩემი წასვლის შემდეგ აქ ამოსვლა შეეძლება. მასთან ჩხუბი ნებისმიერისთვის რთული იქნება.

იანისა და დვალიშვილის ტრილოგია? პიოტრი გაიმარჯვებს. მერაბთან ბოლო ჩხუბში ნაჩვენები გამოსვლის შემდეგ, მისი წაგება რთული წარმოსადგენია. ვფიქრობ, ამ უქმეებზე მის ხელს აღმართავენ და ჩემ შემთხვევაშიც იგივე მოხდება“.

ცნობისთვის, UFC 333-ის ძირითადი კარდი (Main Card) თბილისის დროით 22:00 საათიდან იწყება. დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას 23:30 საათიდან უნდა ველოდოთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შეცდომებს აღარ გავიმეორებ“ | დვალიშვილი იანთან ტრილოგიისთვის მზადაა
    „შეცდომებს აღარ გავიმეორებ“ | დვალიშვილი იანთან ტრილოგიისთვის მზადაა