მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

რა არის საჭირო მერაბთან მოსაგებად | იანის ფორმულა და შთამბეჭდავი ფინიშის სურვილი

მერაბ დვალიშვილის ბრძოლის კვირა დაიწყო. „მანქანა“ ოქტაგონში 24 ოქტომბერს შევა და საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას შეეცდება. აბუ-დაბიში ქართველი მებრძოლი პიოტრ იანს დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა.

დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლას UFC-იმ ტრადიციული Countdown-ის ვიდეო მიუძღვნა, რომელშიც პიოტრმა მოახლოებულ ტრილოგიაზე ისაუბრა.

„პირველ ჩხუბში, ხუთი რაუნდის განმავლობაში მან ვერ დამაფინიშა და ვერც მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთი გამიკეთა. მეორე ორთაბრძოლაში უაღრესად მოტივირებული ვიყავი, რათა, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ საჩემპიონო ქამარს ვიმსახურებდი.

ვიცოდით, რომ მერაბი ძალიან უხერხული და რთული მეტოქეა. ის გამძლეობით გამოირჩევა და მთელი ბრძოლის განმავლობაში ოპონენტი ზეწოლის ქვეშ ჰყავს. ჩვენი დავალება სწორედ ამის ნეიტრალიზება იყო. როგორც კი რიტმიდან აგდებ, ტემპს აცვლევინებ და დარტყმებს აყენებ, ის ტყდება და პრობლემები ექმნება.

ტრილოგიაში მერაბი იმას გააკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებს: იჭიდავებს, წნეხს განახორციელებს და ზოგჯერ დაუფიქრებლად წავა წინ. ქაოსური საბრძოლო სტილი აქვს, თუმცა, ამავდროულად, ძლიერი მეტოქეა, რომელმაც ჩვენს წონით დივიზიონში პრაქტიკულად ყველას მოუგო.

გასამარჯვებლად საჭიროა, ინიციატორი ვიყო, მისი ძლიერი მხარეები გავანეიტრალო, კლასში ვაჯობო და დარტყმები მივაყენო. საკმარისი ინფორმაცია გვაქვს და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა პროგრესს მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. 24 ოქტომბერს ოქტაგონში შევალ და ჩემს საქმეს გავაკეთებ. მინდა, შთამბეჭდავი, გადამწყვეტი გამარჯვება მოვიპოვო. არ მინდა, მაყურებელს ან მსაჯებს რაიმე კითხვის ნიშნები დარჩეთ“.

ცნობისთვის, ბუკმეკერების მიხედვით, ფავორიტი იანია და Polymarket-ზე მას გამარჯვების 60-პროცენტიანი შანსი აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჩაკვეტაძის გუნდის ზედიზედ მეხუთე მარცხი | უდინეზე ლეჩესთან განადგურდა
    ჩაკვეტაძის გუნდის ზედიზედ მეხუთე მარცხი | უდინეზე ლეჩესთან განადგურდა