„მბაპე ყველაზე მაღლა დგას“ - კურტუამ ოქროს ბურთზე ისაუბრა
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და შესაბამისად, მსოფლიო სპორტული მედიის წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ სტატიას წერენ. ანალიტიკურ მასალასთან ერთად, იბეჭდება ინტერვიუები სხვადასხვა ვარსკვლავებთან, რომლებიც განსხვავებულ და საინტერესო პროგნოზებს აკეთებენ. ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA-ს რესპოდენტი ამჯერად მადრიდის „რეალის“ ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა, რომელმაც საკუთარი ფავორიტი დაასახელა.
ტიბო კურტუა
ჩემი აზრით „ოქროს ბურთი“ ყველაზე მეტად კილიან მბაპემ დაიმსახურა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხმის მიცემის უფლებით სარგებლობენ, საკუთარი ლოგიკით ხელმძღვანელობენ. ვის ირჩევენ? იმას, ვინც მოიგო ტიტულები და რომელი ფეხბურთელიც მთელი წლის განმავლობაში დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა იდგა. თუმცა, ინდივიდუალური კუთხით კილიანზე უკეთესი არც ერთი არ არის და მის გამარჯვებას ეჭვქვეშ მხოლოდ ის ფაქტი აყენებს, რომ სამწუხაროდ ვერც ერთი ტიტული ვერ მოვიგეთ.
ლამინ იამალმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატშიც და ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა, რაც მის შანსებს ზრდის, მაგრამ მუნდიალზე მასზე უკეთესი ნამდვილად კილიან მბაპე იყო. ვერ გაიგებ, ვინ გაიმარჯვებს, რადგან 2024 წელს ყველანაირი ლოგიკით ვინისიუს ჟუნიორის აღიარებას ველოდით და რა მოხდა? სრულიად ალოგიკური რამ, მიუხედავად იმისა, რომ როდრიმ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია ლონდონში ამ პრიზის პირველი გამარჯვებულის, ინგლისელი სტენლი მეტიუზის საპატივცემულოდ ჩატარდება. პრიზის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი კი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს