ხეტაფე, სერხიო რამოსი, საბა საზონოვი
Aa
Aa

რამოსი და საზონოვი ერთ გუნდში? - რას ამბობს ხეტაფეს პრეზიდენტი

ლეგენდარული ესპანელი მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა საბა საზონოვის თანაგუნდელი გახდეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ხეტაფეს“ პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა დაადასტურა.

მისი განცხადებით, მადრიდული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია გამოცდილი მცველის დამატებაში და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე რამდენიმე თვე მიმდინარეობს.

რამოსი თავისუფალი აგენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამატება „ხეტაფეს“ ახლაც შეუძლია, როგორც ეს დანი კარვახალის შემთხვევაში მოხდა. თუმცა იქამდე მადრიდულ კლუბს სახელფასო ხარჯების შემცირება სჭირდება, რის გამოც რამოსის ტრანსფერი იანვრამდე გადაიდო.

„ერთ-ერთ ცენტრალურ მცველს მსურველი ჰყავს და თუ ის იანვარში წავა, რამოსის ტრანსფერი შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა ანხელ ტორესმა. ესპანური მედიის ინფორმაციით, საუბარია 27 წლის მაროკოელ მცველ აბდელ აბქარზე.

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 იანვარს გაიხსნება და სწორედ ამ დღეს შეძლებს „ხეტაფე“ სერხიო რამოსის დამატებას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სამწუხარო ამბავი | კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდება
    სამწუხარო ამბავი | კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდება