მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

„მნიშვნელოვანი ფაქტორია“ | შუგას იანის გამარჯვება უნდა, მაგრამ ერთ პრობლემას ხედავს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა. „შუგამ“ არ დამალა, რომ იანის გამარჯვება სურს, თუმცა ყურადღება გაამახვილა ფაქტორზე, რომელიც შესაძლოა, პიოტრისთვის პრობლემად იქცეს.

„იანი მარტივი და სახუმარო მეტოქე ნამდვილად არაა. მის გამარჯვებას ვქომაგობ და მინდა მოიგოს, რადგან ამ შემთხვევაში, ჩემი მომდევნო მოწინააღმდეგე გახდება. თუ გაიმარჯვა, ჩემი და იანის ჩხუბი სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში უდიდესი ორთაბრძოლა იქნება. ვიხილავთ რევანშს, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება.

თუმცა... მერაბთან ჩხუბში პიოტრს შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. ოპერაციის შემდეგ ოთხი-ხუთი თვეა საჭირო, რათა ორგანიზმი ბოლომდე აღდგეს. ის ფაქტი, რომ მან წელზე ქირურგიული ჩარევა ჩაიტარა, ჩემთვის ბევრ რამეს ცვლის. ვფიქრობდი, რომ იანი ოქტაგონში შევიდოდა და დომინანტი იქნებოდა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

ცნობისთვის, ომალიმ მოსაზრების დასაფიქსირებლად საკუთარი გამოცდილება გამოიყენა. მერაბთან მეორე ჩხუბამდე მან ზურგის ოპერაცია ჩაიტარა, ქირურგიული ჩარევიდან შვიდი თვის შემდეგ ოქტაგონში შესვლას კი კარიერის უდიდეს სინანულს უწოდებს. ომალის თქმით, პრობლემა, რომელიც მას ჰქონდა, გაცილებით მსუბუქი იყო, ვიდრე ის, რაც იანს აწუხებდა და კითხვის ნიშნებიც სწორედ ამიტომ უჩნდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს ძალიან კარგად გამოსდის“ | დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
    „ეს ძალიან კარგად გამოსდის“ | დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა