ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩასთვის სეზონი დასრულებულია? - ცნობილმა ფიზიოთერაპევტმა კვარაზე ისაუბრა

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და სამწუხაროდ, 59-ე წუთზე სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი სამედიცინო შტაბის დახმარებით დატოვა. ვარაუდობენ, რომ ქართველ შემტევს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი, თუმცა ოფიციალური დიაგნოზი რამდენიმე საათში გვეცოდინება, როდესაც კვარაცხელიას MRT ჩაუტარდება.

მანამდე, უცხოურ მედიაში წინასწარი დიაგნოზის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ესპანურ პრესაში ადგილობრივი ფიზიოთერაპევტის, ანხელ ვილიანუევას კომენტარი გავრცელდა, რომელშიც ამბობს, რომ ხვიჩა ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემთხვევაში ხვიჩას 9-თვემდე მოუწევს უქმობა, ამ შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი სამწუხაროდ, დასრულებული იქნება...

ესპანელმა ფიზიოთერაპევტმა, რომელიც ჯვარედინი იოგების რეაბილიტაციასა და მუხლის ტრავმებზეა სპეციალიზებული, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კვარაცხელიას შესაძლოა წინა ჯვარედინი და მედიალური კოლატერალური იოგების კომბინირებული დაზიანება ჰქონდეს.

ვილიანუევამ აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს მარჯვენა მუხლის ფორსირებული ვალგუსური გადახრა დაფიქსირებული ტერფის ფონზე, რაც მსგავსი ტრავმების კლასიკური ნიშანია. მან ასევე დასძინა, რომ შეინიშნება დიდი წვივის ძვლის წინ წანაცვლება, რაც წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებაზე ეჭვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საფუძველია.

თუმცა, სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოსახულების ხარისხი და გადაღების რაკურსი ზუსტი ბიომექანიკური შეფასების საშუალებას არ იძლევა. ზუსტი დიაგნოზი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დაისმება, რომელსაც კვარაცხელია ჩაიტარებს.

თუ პროგნოზი გამართლდა, ეს სერიოზული დარტყმა იქნება როგორც ქართველი ფეხბურთელისთვის, ასევე „პსჟ“-სთვის. ხვიჩა სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს როგორც პსჟ-ში, ისე საქართველოს ნაკრებში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შიშობენ, რომ ტრავმა სერიოზულია“ | რას წერს L'Equipe-ი კვარაცხელიაზე
    „შიშობენ, რომ ტრავმა სერიოზულია“ | რას წერს L'Equipe-ი კვარაცხელიაზე