გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

მაისურაძის აღიარება | უკრაინული გამოცემის რედაქტორმა ტურის სიმბოლურში შეიყვანა

უკრაინულმა გამოცემა Sport RBC.UA-ის ვერსიით, უკრაინის ჩემპიონატის მე-9 ტურში მარჯვენა მცველის პოზიციაზე გიორგი მაისურაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

როგორც Sport RBC.UA-ზე ვკითხულობთ, გამოცემის რედაქციამ ტრადიციულად შეადგინა ტურის თავისი სიმბოლური ნაკრები. გამოკითხვაში  მონაწილეობა დანიელ ვერეიტინმა, მიკიტა მალიუგინმა, ანდრიი კოსტენკომ, იგორ ილიინმა და კირილ კრუტოროგოვმა მიიღეს.  დანიელ ვერეიტინმა, რომელიც  Sport RBC.UA-ის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორია, ტურის სიმბოლურ გუნდში „პოლისიეს’’ ქართველი მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე შეიყვანა.

შეგახსენებთ, მე-9 ტურში 10-კაციანმა „პოლისიემ'' კიევის „დინამო'' 3:1 დაამარცხა. „პოლისიე'' ბრწყინვალე სეზონს ატარებს, რუსლან როტანის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში დონეცკის „შახტარიც'' დაამარცხა. მე-5 წუთზე მსაჯმა „პოლისიეს'' მეკარე ოლეგ კუდრიკი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა ორი ცვლილება განახორციელა, მაისურაძე არ შეუცვლია. პირველი ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე მაისურაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, როტანს ქართველი არც გაფრთხილების შემდეგ შეუცვლია, მინდორზე მატჩის ბოლომდე დატოვა. რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის გამო მაისურაძე მეტწილად დაცვითი ფუნქციების შესრულებით დაკავდა, დამაჯერებელი იყო, დაცვაში თამაშის მხრივ პროგრესი აქვს და მწვრთნელის მხრიდან უკვე დიდი ნდობით სარგებლობს (იხილეთ).

უკრაინის პრემიერ ლიგის სეზონის საწყის სამ ტურში მაისურაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მე-4 ტურში „შახტართან'' მოგებულ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა, 31 წუთი ითამაშა და მას შემდეგ მუდმივად სასტარტოშია. უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში 90 წუთი გაატარა მინდორზე. საერთო ჯამში ამ სეზონში უკრაინის ჩემპიონატის ექვს მატჩში (481 წუთი ითამაშა -  მსაჯის მიერ დამატებული წუთების გარეშე) 1 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, 1 მატჩი უკრაინის თასზე (24 წუთი) და 1 კონფერენს ლიგაზე (74 წუთი).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    The Athletic-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | რომელ ადგილზეა კვარა და რას წერენ მასზე
    The Athletic-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | რომელ ადგილზეა კვარა და რას წერენ მასზე